მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kvalifika - ქართული კომპანია, რომელიც სახის ამოცნობის ტექნოლოგიაზე მუშაობს

5f6aeb559efc2
მადონა გასანოვა
23.09.20 10:25
3328
„დღეს არსებული პროგრამული გადაწყვეტები საშუალებას გვაძლევს, უკეთესი სიზუსტით გავცეთ პასუხი კითხვაზე, თუ ვინ არის ჩვენი მომხმარებელი და დავადგინოთ მისი ვინაობა,“ ამის შესახებ BM.GE–თან ინტერვიუში გაბრიელ მელივამ, Kvalifika–ს ერთ–ერთმა დამფუძნებელმა განაცხადა.

Kvalifika ერთ–ერთი ბოლო ინოვაციური პროდუქტია, რომლითაც შესაძლებელია მომხმარებლის იდენტიფიცირება დისტანციურად. კერძოდ სისტემა 3D ბიომეტრიის მეშვეობით ადგენს მომხმარებლის ბიომეტრიულ შაბლონს და ადარებს მას პირადობის დოკუმენტზე არსებულ სურათთან.

„ჩვენი გადაწყვეტა, განსხვავებით ცნობილი ანალოგებისგან, როგორიცაა Amazon Rekognition, ქმნის სახის 3D რუკას და ახდენს ადამიანის პირადობაზე არსებულ სურათთან შედარებას. საქართველოში ამ ტექნოლოგიის გამოყენების აუცილებლობა ნათლად დავინახეთ, ამას რეგულატორმაც ხელი შეუწყო. სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა ეს სერვისი შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის,“ განაცხადა მელივამ.

პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი დეველოპერული კომპანია VOBI–ია. Kvalifika შეიქმნა იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. 2019 წელს დაწყებული იდეა მალე წარსდგა როგორც პოტენციური მომხმარებლების, ისე რეგულატორის წინაშე, რაც აუცილებელი იყო ბიომეტრიასთან დაკავშირებული პროდუქტისთვის.

პროდუქტის შექმნისას, Kvalifika–ს გუნდისთვის პირველი პრიორიტეტი იყო სისტემის დაცულობა და უსაფრთხოება. „სწორედ ამიტომ თავიდანვე დავისახეთ მიზნად, რომ ჩვენს სისტემაში კრიტიკული პროცესების მართვა მოგვეხდინა მსოფლიოში ავტორიტეტული კომპანიების ტექნოლოგიური გადაწყვეტებით. მათ შორის, ბიომეტრიის ნაწილში სისტემის დაცულობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს კომპანია Facetec-ი, რომელიც ახდენს მის პერიოდულ ტესტირებას ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე კიბერ უსაფრთხოების კომპანიის მიერ როგორიცაა Praetorian. ცნობისთვის Praetorian-ის სერვისს იყენებს Google, Microsoft და Samsung-ი,“ განაცხადა Kvalifika–ს ერთ–ერთმა დამფუძნებელმა.

„საბანკო სექტორი უდავოდ ლიდერია ინოვაციების დანერგვაში,"- ამბობს გაბრიელ მელივა. მისი თქმითვე, ინოვაციებისადმი გახსნილობით ასევე გამოირჩევიან სადაზღვევო და სათამაშო ბიზნესის სექტორები, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები