მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვალიფიკაცია, სერტიფიცირება, სამკერდე მოწმობა - რა მოთხოვნებს უწესებს ახალი კანონი გიდებს?

6377778f7838e
ელენე გოგბერაშვილი
19.11.22 17:54
805
წლის ბოლომდე დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტი საკანონმდებლო ორგანოში „ტურიზმის შესახებ“ ახალი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. აღნიშნულმა დოკუმენტმა 1997 წელს მიღებული დღემდე მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს.

კანონპროექტი, რომელზეც წლების განმავლობაში მიდიოდა მუშაობა, ითვალისწინებს როგორც მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობების რეგულირებას, ისე რეგულაციებს უწესებს ტურისტული პაკეტისა და კომბინირებული ტურისტული მომსახურებების გამწევ ოპერატორებს. მთავარი მიზანი ტურიზმის კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოება და ტურისტების უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებაა.

ტურიზმის სექტორის მარეგულირებელ ახალ ნორმებს შემოაქვს ასევე ტურისტული გიდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ მათთვის პროფესიული სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა გიდების სერტიფიცირების სტიმულირებისთვის შემოდის ტურისტული გიდის ოფიციალური სამკერდე მოწმობა, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასცემს. ეს იქნება გიდის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის საფუძველზეც გიდი გათავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლის გადასახადისგან.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ადგილებში ტურისტული გიდის მომსახურების განხორციელების უფლება მხოლოდ ტურისტული გიდის ოფიციალური სამკერდე მოწმობის მქონე პირებს ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები