ინგლისის ასოციაციის თასზე გამარჯვებით მოპოვებული ევროპა ლიგის საგზურის მიუხედავად ლონდონური “კრისტალ პალასი” ტურნირზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.
საქმე ისაა, რომ უეფას რეგულაციები ერთი და იგივე მფლობელის მქონე კლუბებს ერთსა და იმავე ტურნირში თამაშის უფლებას უკრძალავს, რის გამოც კლუბის მფლობელი ჯონ ტექსტორი იძულებული გახდა “კრისტალ პალასის“ აქციების 43% 190 მილიონ გირვანქა სტერლინგად “ნიუ-იორკ ჯეტსის“ მფლობელ ვუდი ჯონსონისთვის მიეყიდა. თუმცა გამოძიების შემდეგ, უეფამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ “პალასისთვის“ ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მაინც არ მიეცა, რადგან 1 მარტის მდგომარეობით მფლობელი ჯერ არ შეცვლილა. ამასთან, გუნდს კონფერენს ლიგაზე გამოსვლის უფლება აქვს.




























