ბაზარზე კვალიფიციურ კადრებს ვეღარ ვპოულობთ, ამიტომ ხელფასები, დაახლოებით, 20-25%-ით გავზარდეთ. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანია WST -ის და „ტურები და ბილეთების“ დამფუძნებელი, გერმანე ჭელიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, შტატში 70 ადამიანი მუშაობს. ასევე „ფრილანსერებსაც“ იმატებენ ხოლმე.
„წინა წელთან შედარებით ფასები არ გაგვიზრდია, რადგან ვალუტა ანალოგიურ პარამეტრებზეა, თუმცა მუშახელი და თანამშრომელთა რაოდენობა გავზარდეთ, რადგან კვალიფიციურ კადრებს ვეღარ ვპოულობთ. ანაზღაურება დაახლოებით 20-25 %-ით გავზარდეთ. ამ ეტაპზე, შტატში 70 ადამიანი მუშაობს და ასევე „ფრილანსერებს“ ვიმატებთ ხოლმე.
სამომავლო პერსპექტივაში გეგმები ბევრი გვაქვს, თუმცა როგორც ყველა, ჩვენც ველით არჩევნების ჩატარებას და სიტუაციის დალაგებას. მოლოდინის რეჟიმში ვართ, თუმცა ბევრი პროექტი გვაქვს, რომლის განხორციელებაც გვინდა, რადგან ჩვენ პოლიტიკურ პროცესებზე ვართ მიბმული“,- აცხადებს ჭელიძე.