მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კვალიფიციური კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად Tashub Academy-ის შექმნა გადავწყვიტეთ" - "ტასჰაბი"

Tashub Academy

არქიტექტურული კომპანია "ტასჰაბი" 1 ოქტომბრიდან ტრენინგ კურსს იწყებს - ამის შესახებ BMGTV-ის "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა, სერგი გიორგაიამ და არქიტექტორმა, მარიამ გიორგიაიამ ისაუბრეს. მათი თქმით, "ტასჰაბმა" აკადემიის შექმნის გადაწყვეტილება ბაზარზე არსებული ცოდნისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტის შესავსებად მიიღო.

"დღესდღეობით არქიტექტურული პროფესია ძალიან განვითარებული და მოთხოვნადია, თუმცა ლოკალურ ბაზარზე არ არის იმ ტიპის ცოდნა, რომ მაღალი სტანდარტები დააკმაყოფილოს, რაც ბევრ კომპანიას აფერხებს. ჩვენც გვიჭირს კვალიფიციური კადრების პოვნა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა Tashub Academy, რომელიც ადამიანებს დაეხმარებათ, მიიღონ რეალური ცოდნა და ხარისხი - პრაქტიკებს კი რეალურ პროექტებზე გაივლიან", - აღნიშნავს მარიამ გიორგიაია.

კომპანიის დამფუძნებელი BMG-სთან აღნიშნავს, რომ კურსის ფარგლებში, მსურველები არა მხოლოდ არქიტექტურულ დაპროექტებას შეისწავლიან, არამედ ყველა იმ ბიუროკრატიულ საკითხს, რაც სამშენებლო სექტორში არსებობს.

"როდესაც სტუდენტები ან დამწყები არქიტექტორები ჩვენთან მოდიან სტაჟირებაზე, წარმოდგენა არ აქვთ, როგორ ატვირთონ გაპი, მიიღონ ნებართვა. ნებისმიერი კომპანიისთვის საინტერესოა, რომ, სანამ თანამშრომელს აიყვანს, მას ჩვენი კურსი გაატაროს და უკვე ეყოლება მზა კადრი, რომელსაც ეცოდინება, როგორ შეათანხმოს არქიტექტურული პროექტი, დათვალოს კოეფიციენტები ზონების მიხედვით და ა.შ." - ამბობს სერგი გიორგაია.

"ხშირ შემთხვევაში, როდესაც პროექტს ქმნი, მხოლოდ მის ვიზუალზე მუშაობ. ჩვენ კი სტუდენტებს შევასწავლით, ვიზუალი როგორ მოარგონ რეგლამენტს, როგორ უნდა აითვისონ K1, K2, K3 სინათლის სხივი და ა.შ." - განმარტავს "ტასჰაბის" არქიტექტორი.

Tashub Academy-ში არქიტექტურის შესწავლისთვის საბაზისო ცოდნ იქნება საჭირო, ექსტერიერისა და ინტერიერის შესასწავლად კი, რომელთა კურსებიც მოგვიანებით დაემატება, წინაპირობა არ იარსებებს.

არქიტექტურული კომპანია "ტასჰაბი" ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა და დღემდე 300 000 კვ.მ.-ზე მეტ დასრულებულ პროექტს ითვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები