მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის შრომა ღირს მეტი და ყველა კლინიკას მოვუწოდებ დააფასონ" - მინისტრი

სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ შრომითი ანაზღაურების მიმართულებით, რეგიონებში განსაკუთრებით კატასტროფული მდგომარეობა იყო, შესაბამისად, მინიმალური ხელფასის ზღვრის დაწესება სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება იყო.

რაც შეეხება ანაზღაურების ზრდას, ჯანდაცვის მინისტრი ეთანხმება, რომ შრომითი ანაზღაურება მუდმივად მზარდი უნდა იყოს, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ეს მათ რესურსებზეა დამოკიდებული.

„განსაკუთრებით რეგიონებში, მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით კატასტროფული მდგომარეობა იყო. შესაბამისად ვთვლით, რომ ამის დაწესება სწორია როდესაც მოხდა.

რაც შეეხება ანაზღაურების ოდენობის და დღევანდელი მოცემულობის გაზრდას, რასაკვირველია მგონია, რომ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის შრომა გაცილებით მეტი ღირს და მუდმივად მზარდი უნდა იყოს. ამას ვეუბნები და მოვუწოდებ ყველას, რომ ყველა კლინიკას დაფასებული ჰყავდეს სამედიცინო პერსონალი. იმიტომ, რომ თუ გვინდა ხარისხიანი, კვალიფიციური შრომა გვქონდეს, ბუნებრივია, რომ ეს უნდა იყოს ჯეროვნად და სათანადოდ დაფასებული.

არ უნდა უწევდეს არცერთ ექიმს ბევრი ფიქრი, ბევრ ადგილას მუშაობასთან დაკავშირებით. იქ არის პროფესიული "გადაწვებიც" და ბევრი ფაქტორია, რომელსაც ბუნებრივია უნდა ვერიდოთ. ამ კუთხით, რა თქმა უნდა ფინანსურ რესურსებზე ვართ დამოკიდებული, თუმცა პრინციპი, რომ უნდა იყოს მზარდი ანაზღაურება, უნდა იყოს მუდმივად გაუმჯობესებადი, ამას კი ნამდვილად ვეთანხმებით და მივესალმებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები