მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში - Transfermarkt

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრების და ნეაპოლური “ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, რომელმაც €80-მილიონიანი საბაზრო ღირებულებით 28-ე ადგილი დაიკავა. ამგვარად, ქართველმა ისეთ ცნობილ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაუსწრო, როგორიცაა ნიკო უილიამსი, დარვინ ნუნიესი, კაი ჰავერცი და მარკუს რაშფორდი. შეგახსენებთ, რომ EURO 2024-ის შემდეგ Transfermarkt-მა რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის ღირებულება განაახლა. ეროვნული ნაკრების და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეფასება €45 მილიონამდე გაიზარდა, ანუ ის პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა - ამ ტიტულს ის პორტუგალიის კარის დარაჯთან, დიოგუ კოშტასტან იყოფს. საერთო ჯამში, ეროვნული ნაკრები Transfermarkt-ის მიერ €185.1 მილიონადაა შეფასებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები