მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვების ობიექტებისთვის სტუმრების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა მსუბუქდება

6214a207c1fd4
მარიამ ვარადაშვილი
22.02.22 12:48
892
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საკვებ ობიექტებში სტუმართა რაოდენობის შეზღუდვა შემსუბუქდება.

კერძოდ, დახურულ სივრცეში მაგიდასთან მსხდომთა რაოდენობა 10-მდე იზრდება, ხოლო ღია სივრცეში 15-მდე. მსგავსი დაშვებით შესაძლებელია სხვადასხვა სოციალური ღონისძიების ჩატარება როგორებიც არის ქელეხი, ქორწილი და სხვა. სოციალური ღონისძიებების გამართვა დასაშვები იქნება იმავე პირობით დახურულ სივრცეში  ერთ მაგიდასთან - 10 ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან 15 ადამიანის განთავსება. 

“მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე -  აქამდე იყო 6, ხოლო ღია სივრცეში რაოდენობა გაიზრდება 15-მდე, არსებული 10-ის ნაცვლად. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა”, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

პირველი მარტიდან შეზღუდვები შემსუბუქდება - ყველა გადაწყვეტილება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები