მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვების ობიექტებს ბართან მომსახურების აკრძალვა მოეხსნა - რას ითხოვდა ბიზნესი?

BM.GE
28.10.21 18:35
511
დღეიდან კვების ობიექტებს ერთ-ერთი რეგულაცია მოეხსნათ. მომხმარებლებს ბარის ირგვლივ განლაგებულ სკამებზე განთავსება და მომსახურების მიღება შეუძლიათ. ეს ცვლილება სასტუმროებსაც ეხება. როგორც BMG-სთან საუბრისას შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, თავდაპირველად, ამ რეგულაციის შემოღების მიზანი, ბართან მომხმარებლების კონცენტრაციის თავიდან აცილება და შესაბამისად, ეპიდემიური საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება იყო. დღეს კი ინსპექცია ამ შეზღუდვის დატოვების აუცილებლობას ვეღარ ხედავს. კვების ობიექტებისთვის მოქმედი სხვა რეგულაციები ისევ ძალაში რჩება. რამდენად დიდი შეღავათია ამ სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის ეს გადაწყვეტილება და რა გეგმით მუშაობენ კაფე-ბარები, ამას ჩვენს სტუმართან გავარკვევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები