მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვების ობიექტებს ერთ-ერთი რეგულაცია მოეხსნათ - "ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობას ვერ გადავიხდით"

617ae8be54cd2
თამთა ჯიჯავაძე
28.10.21 23:30
862
დღეიდან კვების ობიექტებს ერთ-ერთი რეგულაცია მოეხსნათ. კერძოდ, მომხმარებლებს ბარის ირგვლივ განლაგებულ სკამებზე განთავსება და მომსახურების მიღება შეუძლიათ. ეს ცვლილება სასტუმროებსაც ეხება.

როგორც „არტკაფე ჰოუმის“ მფლობელმა გიორგი კეკელიძემ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ბარებისთვის შეღავათია, თუმცა, ამ ეტაპისთვის ალოგიკურია.

„შეღავათი ნამდვილად არის, მაგრამ მადლობას ნამდვილად ვერ გადავიხდი ამ გადაწყვეტილებისთვის, ვინაიდან ეს არის მომდევნო ალოგიკური გადაწყვეტილებაა. ბარები ფუნქციონირებას იწყებენ დაახლოებით საღამოს 9 საათიდან. 11 საათზე კი ვიკეტებით და რეალურად ეს შეღავათი ვერაფერს შეცვლის. უბრალოდ ჩვენთვის კომფორტი იქნება ის, რომ აღარ მოგვიწევს ხალხის გაკონტროლება რომ ბართან აღარ მივიდნენ. სხვა მხრივ მნიშვნელოვან შედეგს ეს ვერ მოიტანს“, - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

მისივე თქმით, ბარებისთვის მნიშვნელოვანია საღამოს რეგულაციის მოხსნა, რომლის მიხედვითაც, კვების ობიექტებს, მათ შორის ბარებსაც მუშაობა 23:00 საათის შემდეგ ეკრძალებათ.

„ბარში მოსვლას ხალხი იწყებს სამსახურის შემდეგ, როცა სახლში დაისვენებენ და დასალევად მოდიან. შესაბამისად ალოგიკურია ეს შეზღუდვა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ნოემბერში მწვანე პასპორტების შემოღების შემდეგ საათობრივი შეზღუდვა მოიხსნება და გვექნება საშუალება რომ მინიმუმ ღამის 2 საათამდე მაინც ვიმუშაოთ“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია 1-2 კვირით ადრე მაინც გაჟღერდეს, რათა ბიზნესმა მომზადება მოასწროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები