მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კვერცხის დღგ-დან ბიუჯეტში 60 მლნ ლარამდე შედის"

5b2c802286ee1
ელენე გოგბერაშვილი
22.06.18 09:00
980
მთავრობის ინიციატივით, დამატებული ღირებულების გადასახდისგან ნატურალური რძე და რძის ნაწარმი სრულად გათავისუფლდება დღგ-სგან ჩათვლის უფლებით. აღნიშნული შეღავათი შეეხება ასევე ფარმაცევტულ წარმოებას. მერიის ინიციატივით კი, დღგ-სგან გათავისუფლების საკითხი განიხილება შეჩერებული მშენებლობების შემთხვევაშიც.

ერთადერთი პროდუქტი, რომლის დღგს-გან გათავისუფლებას მწარმებლები წლებია უშედეგოდ ითხოვენ კვერცხია. ის, რის გამოც მთავრობა მწარმოებლებს დღგს-გან გათავისუფლბაზე უარს ეუბნება, მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის, მიხეილ ჭელიძის თქმით, ამ სექტორიდან საკმაოდ სოლიდურ საბიუჯეტო შემოსავლებს უკავშირდება.

„ერთადერთი არგუმენტი სახელმწიფოს მხრიდან არის ის , რომ საბიუჯეტო შემოსავლები საკმაოდ მაღალია ამ სეგმენტის დღგ-დან. დაახლოებით 55-60 მლნ ლარზეა საუბარი. საკამოდ დიდი სეგმენტია ბიუჯეტის და ამის კორექტირების შესაძლებლობა არ არის და ამიტომ ხდება ამაზე უარის თქმა. მთლიანობაში რომ იყოს გათავისუფლბული ეს დარგი დღგ-სგან, უფრო მოქნილი გახდებოდა დარგი და ჩაითვლიდნენ კიდევაც. შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია გათავისუფლდეს და იმპორტი არ გათავისუფლდეს დღგ-სგან“, - აცხადებს bm.ge-თან საუბარში მიხეილ ჭელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები