მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვერცხის ფასების კლებასთან დაკავშირებით განცხადება დადებითი მოვლენაა - ლევან ჟორჟოლიანი

ლევან ჟორჟოლიანი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კვერცხის ფასების შემცირების შესახებ მწარმოებელი კომპანიების გადაწყვეტილებას დადებით მოვლენად აფასებს და აცხადებს, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული და სხვა პროდუქციის მიმართ შეკითხვები ამოიწურა. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"დღევანდელი განცხადება, რომელიც გავრცელდა კვერცხის ფასების კლებასთან დაკავშირებით, შეიძლება შეფასდეს, როგორც დადებითი მოვლენა", - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ პროცესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაიწყო სურსათის პროდუქციაზე ფასების კლებასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ სწორია, არამედ სამართლიანიც არის.

„კარგია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან ამ კონკრეტული პროდუქციის მიმართ, ან სხვა პროდუქციის მიმართ, ამოიწურა შეკითხვები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ეს ყველაფერი აჩვენებს დადებით დინამიკას და ასევე გვაჩვენებს, რომ ის პროცესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაიწყო სურსათის პროდუქციაზე ფასების კლებასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ სწორია, არამედ სამართლიანიც არის. ვფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს აქტიური მუშაობა, როგორც სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმის გამოყენებით, ასევე - საპარლამენტო ფორმატში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები