საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში სასურსათო ქათმის კვერცხის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში საქართველომ 1.36 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 18.8 მილიონი ცალი კვერცხი შეიძინა, მაშინ, როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში მხოლოდ 36.3 ათასი დოლარის 683 ათასი კვერცხი შემოვიდა.
2026 წლის პირველ 7 თვეში იმპორტირებული კვერცხის უდიდესი ნაწილი თურქეთზე მოდის 1.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 17.4 მილიონი ცალი. დარჩენილი ნაწილი, 146.7 ათასი აშშ დოლარის 1.46 მილიონი კვერცხი, საქართველომ ბელარუსიდან იყიდა.
იმპორტის ზრდის პარალელურად, საქართველოში კვერცხის ადგილობრივი წარმოება შემცირებულია. საქსტატის ცნობით, 2026 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 178.2 მილიონი კვერცხი იწარმოვა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.8%-ით ნაკლებია (2025 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 181.5 მილიონ ცალს შეადგენდა).



























