მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კვირაში 1 მლნ ბურგერის პურს ვაწარმოებთ“ – “ბრედფილდი”

63ce614f6a9e8
თინათინ ნატმელაძე
23.01.23 14:32
2285
"მაკდონალდსის" პურ-ფუნთუშეულის საწარმო "ბრედფილდი" კვირაში ერთ მილიონ ერთეულ ბურგერის პურს აწარმოებს, - ამის შესახებ “მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე შენგელიამ გადაცემა #BMGDRIVE-ში განაცხადა და აღნიშნა, რომ ქარხანას წარმადობის გაზრდის შესაძლებლობაც აქვს.

მისივე ცნობით, „ბრედფილდის“ გეგმებში ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება და სამომავლოდ სხვადასხვა ქვეყნის რითეილ ქსელებში გამოჩენაც შედის.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პერიოდი, იმიტომ რომ საქართველოში პირველად განვითარდა პურ-ფუნთუშეულის ინდუსტრია, გაფართოვდა და რაც მთავარია, "მაკდონალდსმა" შემოიტანა ხარისხი და სტანდარტი, რომლის დაცვაც დავიწყეთ ჩვენ.

მომხმარებელმა პროდუქტი ძალიან კარგად მიიღო, არამარტო საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც - ყაზახეთში სანამ იქ "მაკდონალდსი" ოპერირებდა, მათი მიმწოდებლები ვიყავით, ახლა კი იქ ექსპორტი შევწყვიტეთ, რის გამოც დღის წესრიგში ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება დგას, ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქტით აზერბაიჯანის "მაკდონალდსს" ვამარაგებთ, აქ ბაზარი ძალიან მზარდია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სრულად ავითვისოთ.

ამასთან, ჩვენი პროდუქტი რითეილ ქსელებში მხოლოდ საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი, თუმცა სამომავლოდ სხვა ქვეყნებში გამოჩენაც იგეგმება“, - განაცხადა ალექსანდრე შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ “ბრედფილდი” 2021 წელს „მაკდონალდს საქართველოს“ ინვესტიციით ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები