მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კვირიკაშვილი იყო ულტრამემარჯვენე, ეს უშლიდა ხელს გადაწყვეტილებების მიღებას"

5b4ca874b3584
მეგი კავთუაშვილი
16.07.18 19:00
1322
პროფესორი ლადო პაპავა ახალ პრემიერ-მინისტრს მოქნილობას უწონებს და აცხადებს, რომ სახელისუფლებო პირს არ უნდა გააჩნდეს მკვეთრად არჩეული მიმართულება მემარცხენეობის ან მემარჯვენეობის შესახებ.

„ბატონ კვირიკაშვილს ჰქონდა ლიბერტარიანელებთან დაკავშირებული შეხედულებები. ულტრა მემარჯვენე შეხედულებები. ის ამას არ მალავდა, რაიმე რეგულაციების მომხრე არ იყო. ეს უშლიდა ხელს გადაწყვეტილებების მიღებას. ის იყო არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე და შესაბამისად პარლამენტიც ვერ იღებდა ოპერატიულად შესაბამის გადაწყვეტილებას. ასევე, ცენტრალურმა და ადგილობირვმა მთავრობამ იცოდა რომ სახელისუფლებო პირამიდის თავში იყო მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი პიროვნება.“ - განაცხადა პროფესორმა ლადო პაპავამ დღეს „საქმიან დილაში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები