მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვირიკაშვილის მიერ დაანონსებული "სამთავრობო ქალაქის" აშენებაზე, ბახტაძის მთავრობა ამ დრომდე ფიქრობს

5c5828a6cfd7a
სალომე მეცხვარიშვილი
04.02.19 15:56
999
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - ამია შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - ამია შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ექს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო ქალაქის მშენებლობა 2017 წელს დააანონსა. მაშინ ითქვა, რომ ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის ტერიტორიაზე ერთეული გამონაკლისის გარდა, ყველა სამინისტრო განთავსდებოდა.

მაშინ კვირიკაშვილმა ისიც თქვა, რომ ორთაჭალაში ქალაქის მშენებლობისთვის ტერიტორია უკვე გამოყოფილი იყო.

"ერთი მხრივ, იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე თუ სასტუმროსთვის სივრცე გამოთავისუფლდება, მეორეს მხრივ კი, წახალისდება სამშენებლო სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება, სადაც არაერთი სამინისტრო განთავსდება. ორთაჭალის იმ უბანში, პრაქტიკულად, ყველა სამინისტრო მოიყრის თავს, ერთეული გამონაკლისის გარდა, რაც უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის ფიზიკური მომსახურეობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას", - თქვა კვირიკაშვილმა 2017 წლის მარტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები