მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის ბოლოს საქართველო მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

BM.GE
28.06.21 15:10
548
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური წარმოების ვაქცინები საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოს შემოვა, რაც მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას შესაძლებელს გახდის. მისი თქმით, საუბარია ნახევარ მილიონ დოზა "სინოვაკსა" და ნახევარ მილიონ დოზა "სინოფარმზე". ეკატერინე ტიკარაძე Pfizer-ის ქვეყანაში ჩამოსვლის თარიღს ვერ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ აღნიშნული ვაქცინაც უახლოეს პერიოდში მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთვება. კიდევ ერთი თემა, რაზეც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა კომენტარი ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის წესებს შეეხება - არაა გამორიცხული, ორჯერადად აცრილებსაც სქართველოში შემოსვლისას უარყოფითი პი სი არ ტესტის პასუხი მოსთხოვონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები