მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის Covid-სტატისტიკა: დაინფიცირდა 12 787 ადამიანი, გარდაიცვალა - 8

6316fe020cbe4
ვიქტორია მღებრიშვილი
06.09.22 11:58
747
საქართველოში ბოლო 7 დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

covid-ინფიცირების განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის განმავლობაში Covid-19-ით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 14 257 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გამოვლენის მიზნით 73 436 ტესტი ჩატარდა და დადებითობის 7 დღიური მაჩვენებელი 17.41%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. რეგიონების მიხედვით კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი - 6 799; იმერეთი - 1 298; კახეთი - 919; ქვემო ქართლი - 839; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 793; შიდა ქართლი - 657; აჭარა - 533; გურია - 453; მცხეთა - მთიანეთი - 249; სამცხე -ჯავახეთი - 141; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 106.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები