ავტომობილის მძღოლები ხილული გამონაბოლქვისთვის სექტემბრიდან დაჯარიმდებიან
პარლამენტმა მესამე მოსმენით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება მიიღო, რომელიც სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტებისთვის საჯარიმო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
„საჯარიმო სანქციები ფიზიკური პირის შემთხვევაში 100, იურიდიული პირის შემთხვევაში კი - 500 ლარით განისაზღვრა, თუმცა კანონში უკვე არის ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს, რომ 15 კალენდარული დღის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გასამმაგდება და 300 და 1500 ლარი გახდება. ასევე, 15 კალენდარული დღის განმავლობაში დარღვევის მესამედ განმეორების შემთხვევაში, გასამმაგებული ჯარიმა გაორმაგდება და იქნება ფიზიკური პირებისთვის 600, იურიდიული პირებისთვის კი 3000 ლარი“, - ამბობს ტარიელ ირემაძე.

კანონი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის მონიტორინგს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდება 10 ეკიპაჟი, რომელიც ჩამოთვლილ 4 ქალაქში გადანაწილდება და ავტომობილებს სპეციალური გამზომი ხელსაწყოებით შეამოწმებს, რომლებიც გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობას ზომავს. საკანონმდებლო ცვლილება ძალაში 4 სექტემბრიდან შევა.
უზბეკეთში ახალი საავტომობილო ქარხანა აშენდება
უზბეკეთში ახალი საავტომობილო ქარხანა აშენდება. განცხადება უზბეკეთის პრეზიდეტმა გააკეთა. ქარხნის მშენებლობა ქალაქ კარშიში იგეგმება და პროექტის სავარაუდო პარტნიორად, ადგილობრივი მედია ჩინურ JAC-ს ასახელებს. Autostrada.uz-ის ინფორმაციით, ახალი საწარმოს მშენებლობის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა JAC-ის ტოპ მენეჯერები კარშის უახლოეს მომავალში ეწვევიან. ინფორმაციითვის, უზბეკეთში რამდენიმე ჩინური საავტომობილო ბრენდი უკვე აწარმოებს ავტომობილებს.
მაგალითად, Chery-ის მოდელები, Exeed-ის მოდელები და უახლოეს მომავალში დაიწყება Haval-ის წარმოებაც. გარდა ამისა, BYD შეთანხმდა ერთ-ერთ ადგილობრივ ავტომწარმოებელთან ერთობლივი საწარმოს შექმნაზე, რომელიც ავტომწარმოებლის ჰიბრიდულ და სრულად ელექტრო მოდელებს აწარმოებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ინდურ Tata Group-ს $647 მილიონს გამოუყოფს
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ინდოეთის სამრეწველო კონგლომერატს Tata Group-ს 647 მილიონი დოლარის სუბსიდია გამოუყოს ქარხნის ასაშენებლად Jaguar Land Rover-ის (JLR) ელექტრო მანქანების ბატარეების წარმოებისთვის. ამის შესახებ Financial Times წერს. გამოცემის ცნობით, დაფინანსების ნაწილი „საავტომობილო მრეწველობის ტრანსფორმაციის ფონდიდან“ პირდაპირი სუბსიდიების სახით გაიცემა.
Tata Group ასევე მიიღებს თანხებს ახალი სუბსიდირების პაკეტიდან - British Industry Supercharger-ისგან. ინდურმა ინდუსტრიულმა კონგლომერატმა, რომელიც ფლობს JLR-ს, განაცხადა რომ გეგმავს ააშენოს ელემენტების ქარხანა ბრიტანეთის კუნძულებზე ავტომწარმოებლის ახალი ელექტრო მანქანების ხაზისთვის. ამ განცხადებამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ Tata Group-მა ამ მიზნისთვის 600 მილიონ დოლარამდე დაფინანსება მოითხოვა. დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოელის, რომ Tata Group-ის მაგალითს მიჰყვება BMW და მალე დაიწყებს ახალი Mini-ს ელექტრო მანქანების წარმოებას ოქსფორდშირის ქარხანაში, აღნიშნავს Financial Times.
ისტორიაში პირველად ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი გახდა - Tesla Model Y
Tesla Model Y გახდა ევროპაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი 2023 წლის პირველ ექვს თვეში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ელექტრომობილმა მოწინავე პოზიციის დაკავება შეძლო. Model Y-მა გადაუსწრო სხვა ძალიან პოპულარულ მოდელებს, როგორიცაა Dacia Sandero, Vauxhall Corsa და Volkswagen T - Roc. Automotive News Europe-ის მიერ მოპოვებული Dataforce-ის სტატისტიკის მიხედვით, ივნისში ევროკავშირში, ასევე დიდ ბრიტანეთში და ETFA-ს ქვეყნებში დარეგისტრირდა 29,764 Tesla Model Y, რაც წინა წელთან შედარებით 104%-ით მეტია, ნახევარი წლის განმავლობაში გაყიდვებმა კი შეადგინა 125,144, რაც 211,7%-ით მეტია წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით.
ბრაზილიური კომპანია Embraer მფრინავი ტაქსების ქარხნის მშენებლობას გეგმავს
თვითმფრინავების მწარმოებელი ბრაზილიური კომპანია Embraer სან პაულოში ახალი ქარხნის მშენებლობას აპირებს, რომელიც მფრინავ ელექტრო-ტაქსებს 2026 წლისთვის გამოუშვებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. საფრენ აპარატს Embraer-ის შვილობილი კომპანია EVE ააშენებს. საუბარია მცირე ზომის ვერტმფრენზე, რომელიც 6 მგზავრზე იქნება გათვლილი. ნავარაუდებია, რომ მგზავრობის ღირებულება ერთ ადამიანზე $50-100 იქნება. Eve-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანიას საჰაერო ტაქსების 3 000-მდე შეკვეთა უკვე აქვს და ვერტმფრენების პროტოტიპის აშენება მიმდინარე წელს იგეგმება. საფრენი აპარატი 100%-ით ელექტრო იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრენები ეკო-მეგობრულია და სათბურის აირების ემისიებს არ გაავრცელებს.
აშშ-ს რეგულატორებმა ბოლო დროს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შტატებში საჰაერო ტაქსი 2025 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ელექტრო თვითმფრინავს აფრენისათვის საფრენი ბილიკი არ დასჭირდება, თუმცა ტრადიციული საფრენი აპარატების მსგავსად, შორ მანძილზე გადაადგილდე.