მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვირის სავალუტო მიმოხილვა - ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ვალუტა

გასული სამუშაო კვირის განმავლობაში, წინა პარასკევს მიღებულ კურსთან შედარებით ლარი აშშ-დოლართან მიმართებით 0.65 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7673 ლარი გახდა. ამასთან ლარი 2.25 თეთრით გამყარდა ევროსთან, რის შედეგადაც ევროს ღირებულება 2.9818 ლარი გახდა, ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან კი გამყარება 0.71 თეთრი იყო რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.5814 ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომლებიც კურსზე მოქმედებენ, ჯერჯერობით მარტის სტატისტიკური მონაცემები უცვლელია, თებერვლის განმავლობაში კი საქართველოს ექსპორტმა 431 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 7%-ით არის შემცირებული. ასევე წლიურად 7%-ით არის შემცირებული იმპორტი, რამაც თებერვალში 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან ცნობილია, რომ 2025 წლის თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 202 მილიონი დოლარით იკლო, ფულადი გზავნილები კი 5.3%-ით შემცირდა და თებერვალში 252 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯერჯერობით სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები საჯაროდ ცნობილი არაა.

გასული კვირის სავალუტო შედეგები:

ვალუტა ლარი სხვაობა თეთრი
1 აშშ დოლარი 2.7673 ლარი; 0.65 თეთრი;
1 ევრო 2.9818 ლარი; 2.25 თეთრი;
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5814 ლარი; 0.71 თეთრი;
1 თურქული ლირა 0.0728 ლარი; 0.02 თეთრი;
100 რუსული რუბლი 3.2973 ლარი; -1.54 თეთრი;
1000 სომხური დრამი 7.0625 ლარი; 0.86 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი 1.6282 ლარი; 0.34 თეთრი;
10 ჩინური იუანი 3.8099 ლარი; 1.53 თეთრი;
100 იაპონური იენი 1.8367 ლარი; 2.23 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა 0.6671 ლარი; 0.07 თეთრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები