მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვირის სავალუტო მიმოხილვა - ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ვალუტა

გასული სამუშაო კვირის განმავლობაში, წინა პარასკევს მიღებულ კურსთან შედარებით ლარი აშშ-დოლართან მიმართებით 0.21 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7755 ლარი გახდა. ამის საპირისპიროდ ლარი 0.86 თეთრით გაუფასურდა ევროსთან, რის შედეგადაც ევროს ღირებულება 3.0267 ლარი გახდა, ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან კი გაუფასურება 0.39 თეთრი იყო რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.5937 ლარამდე გაიზარდა.

დოლართან ლარის გამყარების მიზეზი თავად აშშ დოლარის გაუფასურებაა. ბოლო ერთ კვირაში აშშ დოლარი ევროსთან გაუფასურდა. თუკი 10 მარტს ერთი ევრო 1.08 დოლარი ღირდა, დღეს მისი ფასი უკვე 1.09 დოლარს შეადგენს. შესაბამისად, ევრო უკანასკნელი დღეების განმავლობაში მყარდება, რაც მათ შორის ევროსთან ლარის გაუფასურებას იწვევს.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომლებიც კურსზე მოქმედებენ, თებერვლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტმა 431 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 7%-ით არის შემცირებული. ასევე წლიურად 7%-ით არის შემცირებული იმპორტი, რამაც თებერვალში 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან ცნობილია, რომ 2025 წლის თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 202 მილიონი დოლარით იკლო. ჯერჯერობით სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები საჯაროდ ცნობილი არაა.

ვალუტა ლარი სხვაობა თეთრი
1 აშშ დოლარი 2.7755 0.21
1 ევრო 3.0267 -0.86
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5937 -0.39
1 თურქული ლირა 0.0757 0.05
100 რუსული რუბლი 3.2505 -12.57
1000 სომხური დრამი 7.0534 -0.29
1 აზერბაიჯანული მანათი 1.6323 0.31
10 ჩინური იუანი 3.8375 0.25
100 იაპონური იენი 1.8669 1.66
10 უკრაინული გრივნა 0.6682 0.56

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები