მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვირის სავალუტო მიმოხილვა - ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ვალუტა

გასული სამუშაო კვირის განმავლობაში, წინა პარასკევს მიღებულ კურსთან შედარებით ლარი აშშ-დოლართან მიმართებით 0.18 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 2.7558 ლარი გახდა. ამასთან ლარი 8.21 თეთრით გაუფასურდა ევროსთან, რის შედეგადაც ევროს ღირებულება 3.1259 ლარი გახდა, ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან კი გაუფასურება 1.07 თეთრი იყო რის შედეგადაც ერთი ფუნტის ღირებულება 3.6016 ლარამდე გაიზარდა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბოლო რამდენიმე დღეში გაუფასურდა თავად აშშ დოლარი, რაც დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. თუკი კვირის დასაწყისში ერთი ევრო 1.10 დოლარი ღირდა, ამჟამად ის უკვე 1.14-ს შეადგენს, რაც 2022 წლის თებერვლის შემდეგ დოლართან მიმართებით ევროს მაქსიმალური ღირებულებაა.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომლებიც კურსზე მოქმედებენ, ჯერჯერობით მარტის სტატისტიკური მონაცემები უცვლელია, თებერვლის განმავლობაში კი საქართველოს ექსპორტმა 431 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 7%-ით არის შემცირებული. ასევე წლიურად 7%-ით არის შემცირებული იმპორტი, რამაც თებერვალში 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან ცნობილია, რომ 2025 წლის მარტში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 77 მილიონი დოლარით გაიზარდა. ჯერჯერობით სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები საჯაროდ ცნობილი არაა.

გასული კვირის სავალუტო შედეგები:

ვალუტა ლარი სხვაობა თეთრი
1 აშშ დოლარი 2.7558 ლარი; 0.18 თეთრი
1 ევრო 3.1259 ლარი; -8.21 თეთრი
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6016 ლარი; -1.07 თეთრი
1 თურქული ლირა 0.0724 ლარი; 0.01 თეთრი
100 რუსული რუბლი 3.2753 ლარი; -0.56 თეთრი
1000 სომხური დრამი 7.0335 ლარი; 0.95 თეთრი
1 აზერბაიჯანული მანათი 1.6207 ლარი; 0.14 თეთრი
10 ჩინური იუანი 3.7737 ლარი; 1.30 თეთრი
100 იაპონური იენი 1.9270 ლარი; -2.76 თეთრი
10 უკრაინული გრივნა 0.6657 ლარი; 0.35 თეთრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები