2017 წელს ავტოავარიაში 23 ბავშვი ბავშვი დაიღუპა. ბავშვთა სიკვდილიანობა ერთადერთი მაჩვენებლია, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკის გაანალიზების დროს მატებას აჩვენებს. საერთო ჯამში, 2017 წელს ავარიების რიცხვი 12%-ით შემცირებულია. ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაშავებულთა რაოდენობა 10%-ით შემცირდა, ხოლო ზოგადად სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2017 წელს 7%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. სტატისტიკას ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ავრცელებს.
„თუ ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკას გადავხედავთ, ვნახავთ ე.წ. „ქრაშ ტესტებს“ ანუ საავარიო ტესტებს, დავინახავთ, რომ კალთაში ჩასმული ბავშვით მგზავრობა არ არის უსაფრთხო. მეტიც, ასეთ დროს შეკრული ღვედიც კი ვერ უზრუნველჰყოფს უსაფრთხოებას. ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა, რომლის ფარგლებშიც სავალდებულო გახდება საბავშვო გადასაყვანი სავარძლების მოხმარება 12 წლამდე (150სმ/სიმაღლე) ბავშვებისთვის. პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ვაპირებთ ინიცირებას, რომ გამკაცრდეს კანონი, მანამდე კი ვაწარმოებთ საინფორმაციო კამპანიას, რათა ყველა, მათ შორის დეპუტატები დარწმუნდნენ, რომ ამის საჭიროება არსებობს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე, რათა მგზავრობისას შევუქმნათ მათ უსაფრთხო გადაყვანის გარანტიები“- აცხადებს "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელმღვანელი ეკა ლალიაშვილი.

























