CNN Money აქვეყნებს სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც ამერიკაში გამოკითხულთა 65%-ს, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ არ აკმაყოფილებთ საკუთარი ხელფასი. კვლევის ავტორი CareerBuilder-ია, რომელიც ამბობს, რომ გამოკითხულთა 56%-ს არასოდეს არ მიუღია ხელფასის გაზრდის შეთავაზება, თუმცა 66% აცხადებს, რომ მათ ერთხელ გაეზარდათ ხელფასი.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სტატისტიკის ბიუროს ბოლო მონაცემებით გამოცხადებული 6.7 მილიონი ვაკანსიიდან, მოთხოვნების დაკმაყოფილება მხოლოდ 6.4 მლნ პირს შეეძლო, NBC-ს მონაცემებით ასეთი ფაქტი 2018 წლამდე არასოდეს მომხდარა.

























