მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვლევა: გერმანელი მეცნიერების მტკიცებით, ლუდი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

5d711118450d6
მიხეილ ხაჩიძე
06.09.19 00:30
1521

გერმანელი მეცნიერების მტკიცებით, ლუდი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. უნივერსიტეტის პროფესორების მიერ მომზადებული კვლევის შედეგები ავსტრიულ გამოცემა Heute.at-ზე გამოქვეყნდა.


როგორც სპეციალისტები განმარტავენ,  ლუდი მადას ზრდის, კუჭის პრობლემებს აგვარებს და საუკეთესო საშუალებაა ფორიაქისა და დეპრესიის დროს.


ამას გარდა, როგორც კვლევამ აჩვენა, ლუდი შეიცავს უამრავ ისეთ ვიტამინს, რომელიც ჯანმრთელობისთვის საჭირო და აუცილებელია, მათ შორის; B-ვიტამინი: B2 (რიბოფლავინი), B6 (პირიდოქსინი), Vitamin B5 (პანთოტენორუ მჟავა) და ასევე Vitamin B3 (ნიაცინი) ლუდში ჭარბად არის.


კვლევით დადგინდა ისიც, რომ ისინი ვინც, ლუდს სვამენ, ძვლის დაავადების პრობლემებს არ უჩივიან, იშვიათია ოსტეოპოროზის შემთხვევები. ამავდროულად, ლუდი ფოლიუმის მჟავასა და ბიოტინს შეიცავს, რომლებიც აუცილებელია სისხლის მიმოქცევისა და უჯრედების განახლებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები