მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვლევა: კახეთში დასაქმების პროცესში სანაცნობო წრე გადამწყვეტ გავლენას ახდენს

5b051b5f062e6
მეგი კავთუაშვილი
23.05.18 11:39
931
კვლევის შესაგად გამოვლინდა, რომ კახეთში ორგანიზაციებმა გაცილებით მეტი პირი დაასაქმეს, ვიდრე ვაკანტური ადგილი ჰქონდათ გამოცხადებული. კვლევა "ვაკანსიების მონიტორინგი რეგიონულ შრომის ბაზრებზე" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა ჩაატარა.

„კვლევის შედეგებით ჩანს, რომ დასაქმების პროცესში კახეთის რეგიონში სანაცნობო წრე, ანუ სოციალური კაპიტალი გადამწყვეტ გავლენას ახდენს. თუმცა, კახეთის რეგიონში დამსაქმებლების მიერ დასასაქმებელი კადრის მოძიების მრავალფეროვანი პრაქტიკა აქვს. ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით ანალიზისას ჩანს, რომ ვაკანტურ ადგილებზე მეტი ადამიანი დაასაქმა ორგანიზაციებმა კვების მრეწველობის და მშენებლობის დარგებში, ვაკანტური ადგილების შევსების პრობლემა თითქმის არ დაფიქსირებულა”,- ნათქვამია კვლევის დოკუმენტში.

ამავე კვლევის თანახმად, რეგიონში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები რეგიონის შრომის ბაზრის შესახებ არც თუ პოზიტიურ სურათს აჩვენებს. ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხვი დაბალია, ისევე, როგორც მინიმალურია ბოლო 6 თვის (276 ვაკანსია), ამჟამინდელი (6 ვაკანსია) და მომავალი 6 თვის განმავლობაში არსებული ვაკანტური ადგილების (99 ვაკანსია) რაოდენობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები