მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვლევა: თბილისელების უმრავლესობა ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესების მომხრეა

5a98121286bbd
BM.GE
01.03.18 20:00
1094
ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება ტაქსებისათვის ლიცენზირების სისტემის შემოღებისა და ამ სფეროს რეგულირების საკითხი. “ეისითი” დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს თბილისის მოსახლეობა ამ თემაზე.

როგორც კვლევის მონაცემები აჩვენებს, თბილისელების უმრავლესობა (69%) ტაქსებისათვის გარკვეული რეგულაციების დაწესებისა და ლიცენზირების სისტემის შემოღების მომხრეა;

„ტაქსების ლიცენზირების ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმად, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა მიიჩნევა (84%), თითქმის ყოველი მეორე თბილისელი კი ჰიგიენურ მხარეზე აკეთებს აქცენტს (44%). მესამე და მეოთხე ადგილს, შესაბამისად, ეკოლოგიური უსაფრთხოება (35%) და ტაქსის მძღოლის მიერ ქუჩების კარგად ცოდნა (29%) ინაწილებენ.

როგორც კვლევის მონაცემები ადასტურებს, მხოლოდ ყოველი მესამე თბილისელი (29%) სარგებლობს ტაქსით კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად; ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკას კი ტაქსის ქუჩაში შემთხვევითად გაჩერება წარმოადგენს (55%).“, - განმარტავენ ACT-ში.

კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები