მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვლევის მიხედვით, ფერმერების მთავარი პრობლემა ფინანსურ რესურსებზე წვდომა და არასაკმარისი ინფრასტრუქტურაა

57977853494c7
BM.GE
26.07.16 18:44
1551
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა USAID-ის მხარდაჭერით, მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებების და ინფორმირებულობის კვლევა ჩაატარა.

საველე სამუშაოები განახორციელა საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ. შერჩევა გაკეთდა ფერმერთა ასოციაციის მონაცემთა ბაზიდან. კვლევა მოიცავს მხოლოდ რაოდენობრივ კომპონენტს. გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს 5 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე ჯავახეთი და გურია) და გამოიკითხნენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მწარმოებელები და მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოები.

კვლევის მიხედვით, ფინანსურ რესურსებზე წვდომა და არასაკმარისი ინფრასტრუქტურა (მათ შორის მიწა) აგრარული პროდუქციის მწარმოებლებისთვის მთავარ ორ პრობლემად რჩება.

66 რესპონდენტმა დაასახელა სხვა პრობლემა და გამოწვევა. ეს პრობლემებია: მაღალი ფასები (13 რესპონდენტი), შხამ-ქიმიკატების და პესტიციდების ხარისხი და ხელმისაწვდომობა (10), ცვალებადი ფასები (10), ბუნებრივი და კლიმატური პირობები (7), შესანახი სამაცივრე მეურნეობის და სათავსოების არქონა (6), დაავადებები (4), მუშახელის კვალიფიკაცია (4), აგროდაზღვევის არქონა (3), საკვებზე ხელმისაწვდომობა (3), ლაბორატორიებზე ხელმისაწვდომობა (3), ფალსიფიცირებული პროდუქტის არსებობა (3), არასტაბილურობა (2), იმპორტთან კონკურენცია (2), ნახევარფაბრიკატების ნაკლებობა (2), საძოვრებზე ხელმისაწვდომობა (2), სასაკლაოს მომსახურების მაღალი ფასი (2), უშუქობა (2), ზედმეტი რეგულაციები (2). რესპონდენტებმა დაასახელა შემდეგი პრობლემა და გამოწვევა: ვეტერინარიაზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ინტერესი, დაავადებისას უხარისხო მედიკამენტები, სათესლე მასალის არქონა.

2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებმაც დაახ¬ლოებით იგივე აჩვენა - მეურნეობების 77.1%-ს (4-დან 3 მეურნეობას) სარგებლობაში აქვს 1 ჰექტარზე ნაკლები სასოფლო-სამეურნეო მიწა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები