მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი, ვიზუალური დათვალიერებით ჩვენს სანაპირო ზოლში მაზუთის გავრცელება არ შეინიშნება - გარემოს სააგენტო

წყალი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მაზუთის გავრცელება არ შეინიშნება. როგორც BM.GE-ის უწყებაში განუცხადეს, ამის თქმის შესაძლებლობას ვიზუალური დათვალიერება იძლევა.

უწყებაში განმარტავენ, რომ სააგენტოში შავი ზღვის აკვატორიაში მაზუთის გავრცელების შესახებ შესული ინფორმაციის საპასუხოდ რეაგირება ოპერატიულად მოხდა და სპეციალისტებმა ვიზუალურ დათვალიერებასთან ერთად წყლის ნიმუშებიც აიღეს და კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„გარემოს ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მაზუთის გავრცელების შესახებ. მყისიერად მოხდა რეაგირება. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ვიზუალურად დაათვალიერეს შავი ზღვის არეალი და აიღეს სინჯები. სააგენტო მონიტორინგს ახორციელებს. ამ შემთხვევაში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში ვიზუალური დათვალიერების შედეგად მაზუთის გავრცელება არ შეინიშნება. კვლევების შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შავ ზღვაზე მაზუთი გაიშალა და ლაქების დაფიქსირება ვერ მოხერხდა, რის გამოც შეიძლება სანაპიროზე დელფინების გამორიყვა დაიწყოს.

გასული წლის დეკემბერში, ორი რუსული ნავთობტანკერი შტორმის დროს ქერჩის სრუტეში ჩაიძირა. გემებს არსებული ნავთობის ნაწილი შავ ზღვაში ჩაიღვარა და კრასნოდარის მხარისა და ოკუპირებული ყირიმის სანაპირო ზოლი დააბინძურა. მიმდინარე წლის აპრილში „როსპოტრებნადზორმა“ სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო ანაპაში 141, ხოლო ტემრიუკში 9 პლაჟის დასასვენებლად გამოყენება აკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები