მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

L Brands-ი Victoria’s Secret-ს ორ დამოუკიდებელ კომპანიად ყოფს

609bbf0c01909
ნათია თაქთაქიშვილი
12.05.21 16:00
633
Victoria’s Secret-ის მფლობელი L Brands-ის მენეჯმენტი აცხადებს, რომ კომპანიას ორ დამოუკიდებელ ბრენდად გაყოფს. ამასთან, ამ ეტაპზე L Brands-ი Victoria’s Secret-ის გაყიდვას არ გახილავს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, L Brands-ი Victoria’s Secret-ის ორ დამოუკიდებელ კომპანიად გაყოფის პროცესს აგვისტოსთვის დაასრულებს. შესაბამისად, Victoria's Secret-ის ტანის მოვლის საშუალებების ხაზი ცალკე ბრენდი გახდება.

JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ამჟამად Victoria’s Secret-ის საბაზრო ღირებულება 19.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო კომპანიის ჯამური გაყიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 84%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები