ესპანური პრიმერა დივიზიონის ხელმძღვანელებს ისტორიული ფაქტის დაფიქსირება და ადგილობრივი ჩემპიონატის მატჩის აშშ-ს ტერიტორიაზე ჩატარება სურთ. ინიციატივა ეხება “ბარსელონასა” და “ატლეტიკო მადრიდს” შორის დანიშნულ დაპირისპირებას, რომელიც 22 დეკემბერს უნდა შედგეს.
გამოცემა “Daily Mail-ის” ცნობით ამერიკული მხარე დადებითად არის განწყობილი ამ წამოწყების მიმართ და მზად არის თამაში მაიამიში “ჰარდ როკ სტადიონზე” ჩაატაროს. მთავარი სიტყვა კი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოზეა, რომელიც შემოსავლის გაზრდის მიზნით უძველესი კონტინენტის მიღმა თამაშების ჩატარებით ინტერესს გაზაფხულზეც გამოხატავდა.
ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ესპანეთს მიღმა მატჩების ორგანიზებით ძალიან დაინტერესებულია, რადგან ამერიკულ ბაზარზე თავის დამკვიდრება მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ამ იდეისთვის ფრთების შესხმას კი 2025/26 წლების სეზონისთვის აპირებს.
ცნობისთვის, აქამდე ჩემპიონატს მიღმა ამხანაგური თამაშები ამერიკის ტერიტორიაზე არაერთხელ გამართულა. მაგალითისთვის გასულ აგვისტოს “ბარსელონასა” და “რეალის” ელ კლასიკოდ წოდებული დაპირისპირება “მეტლაიფის” სტადიონზე 82 ათასი გულშემატკივრის თვალწინ ჩატარდა.
თუკი ლა ლიგის ინიციატივა შედგება და თამაში ამერიკის ტერიტორიაზე ჩატარდება, იგივე ტენდენციას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო - უეფაც მიჰყვება, რომლის ინტერესებშიც ასევე შედის ევროპის ფარგლებს გარეთ მატჩების ორგანიზება.