მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LABOR საზოგადოების პროტესტს უერთდება და ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

LABOR

საზოგადოების საყოველთაო პროტესტს აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი (LABOR) უერთდება. მისი ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც მეხანძრეებს, მაშველებს, პედაგოგებს, კურიერებს, მძღოლებს და ექიმების ევროპული მომავლისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. LABOR ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას უკან გაიწვიოს კანონი რომელმაც დააპირისპირა საზოგადოება და უდიდესი ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის. ჩვენი შეკრება მიიღოს გაფრთხილებად.

მივმართავთ ჩვენს კოლეგებს, პროფკავშირის წევრებს, დასაქმებულებს - ჩვენ შეგვწევს უნარი დავასრულეთ ის სიგიჟე რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში.

მოვუწოდებთ მეხანძრეებს, მაშველებს, პედაგოგებს, კურიერებს, მძღოლებს, ექიმებს გავერთიანდეთ საერთო მიზნებისთვის ევროპული მომავლისა და კანონმდებლობისთვის.

ჩვენ ვემზადებით საერთო საყოველთაო მასშტაბური გაფიცვისთვის .

შემოგვიერთდით“, - აცხადებს გიორგი დიასამიძემ.

აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი იმის შესახებაც წერს, რომ პროტესტის მონაწილე კურიერებს აშინებენ და მათ უფლებების დაცვაში დახმარებას სთავაზობს: „აჩერებენ, ფოტოებს უღებენ, აჯარიმებენ და კურიერების დაშინებას ცდილობენ.

ლაბორი დაეხმარება პროფკავშირის ყველა წევრ კურიერს და მოუწოდებს მათ უფრო მეტად ჩაერთონ ქვეყნის გადარჩენისთვის პროტესტში, რადგან მათი მუხტი გადამდებია საქართველოსთვის“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები