მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაბორატორიაში მცენარეთა მავნე ორგანიზმების მაჩვენებლებზე ახალი კვლევები დაინერგა

5b7d26586f494
BM.GE
22.08.18 13:00
722
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში მცენარეთა მავნე ორგანიზმების მაჩვენებლებზე ახალი კვლევები დაინერგა. მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ლაბორატორიაში შესაძლებელია უახლესი აპარატურის მეშვეობით მცენარეთა დაავადებების კვლევა უახლესი მეთოდებით. კერძოდ, სააკრედიტაციო ნუსხას დაემატა შემდეგი კვლევები: ფიტოპლაზმების PCR დეტექცია; ფიტოპლაზმების (RFLP) PCR იდენტიფიკაცია; Xylella fastidiosa-ს PCR დეტექცია; ციტრუსოვანთა მოზაიკურ ვირუსზე კვლევა; ფიჭვის მერქნის ნემატოდა Bursaphelenchus xylophilus‐ის დეტექცია; ნიმუშის გამოცდა ბლის ფოთლის დახვევის ვირუსზე. ახალი კვლევის მეთოდები აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტით : ISO 15213:2003/2013.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას 2013 წლიდან საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს მიერ ISO 17025 სტანდარტზე მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. 2018 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა რე-აკრედიტაციის პროცესი.
შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია (აღიარებულია) არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც.

მომხმარებლებს კვლევების ზუსტი ჩამონათვალი შეუძლიათ იხილონ ლაბორატორიის ვებ-გვერდის მისამართზე: www.lma.gov.ge, ან დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკონ ცხელ ხაზზე - 1501.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები