მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაბორატორიის აღჭურვა და ₾50 000-იანი ლიცენზიის აღება - თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება

თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი კი 50 000 ლარი იქნება. ცვლილების განხილვა დღეს პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყო. ახალი რეგულაცია მწარმოებლებს ლაბორატორიის მოწყობასაც დაავალდებულებს. როგორც პროექტის ინიციატორები განმარტავენ, თამბაქოს წარმოების დარგში ჯანმრთელობისთვის საშიში ნედლეულის გამოყენების შემცირებისთვის აუცილებელია, თამბაქოს წარმოების პროცესის გაჯანსაღება-გაძლიერება. ექსპერტების ნაწილი კი აცხადებს, რომ პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები გაუგებარია და ახალმა რეგულაციებმა შესაძლოა, საქართველოდან კომპანიების გასვლა გამოიწვიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები