მას შემდეგ, რაც ჩინური კომპანია, Pop Mart International Group ორი მსხვილი ინდექსის შემადგენლობაში შევიდა, სათამაშო "ლაბუბუზე" მოთხოვნასთან დაკავშირებული რისკების ფონზე, კომპანიის აქციებმა ვარდნა დაიწყო - ამის შესახებ Bloomberg წერს.
ჰონკონგში დალისტული კომპანიის აქციები ბოლო ხუთ თვეში რეკორდულად, 8.9%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც Pop Mart-ი Hang Seng და the Hang Seng China Enterprises ინდექსებს შეუერთდა.
Pop Mart-ის პერსპექტივასთან დაკავშირებით ბაზარზე მღელვარება მას შემდეგ შეინიშნება, რაც სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ გასულ თვეს, მეორეულ ბაზარზე მოთხოვნის შემცირების შემდეგ, ახალი თოჯინა, "მინი-ლაბუბუ" გამოუშვა. ტრეიდერები ასევე მიუთითებდნენ ზეწოლაზე ინვესტორების მხრიდან, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ სარგებელს კომპანიების ინდექსებში ჩართვამდე დაგროვილი მოგებიდან მიიღებდნენ.
"Pop Mart-ის ისეთ პროდუქტებზე, როგორიც "ლაბუბუა", მეორეულ ბაზარზე ფასები ეცემა, რაც მარაგების სწრაფ შევსებასთან და ზოგიერთ სერიაზე მოთხოვნის განელების აიხსნება. ასევე აღვნიშნავთ, რომ შეინიშნება ნეგატიური გამოხმაურება ახალი პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით; ეს არის პრობლემა, რომელიც მენეჯმენტმა დროულად უნდა გადაჭრას", - განაცხადა Morningstar Inc.-ის ანალიტიკოსმა Bloomberg-თან.



























