„ახლა გავიგე ამ კამპანიის შესახებ და ჩემში უხერხულობას იწვევს, თუმცა ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა,“ - ამის შესახებ bm.ge-ის „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტმა ლადო აფხაზავამ სოციალურ ქსელში დაწყებული იმ კამპანიის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც მისთვის 1 მლნ-ის შეგროვებას გულისხმობს.
აფხაზავა მიიჩნევს, რომ ეს კამპანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
bm.ge-ის კითხვაზე - რაში დახარჯავს ის თანხას იმ შემთხვევაში, თუ 1 მლნ ლარი შეგროვდება, ლადო აფხაზავას შემდეგი პასუხი აქვს:
„რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო მიმართულებით; თანხა დაიხარჯება იმისთვის, რომ მასწავლებლებს და მოსწავლეებს მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ,“ - აღნიშნა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტმა.

























