მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლადო გურგენიძე 4Finance-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა

59db0ad3ea7e9
BM.GE
09.10.17 09:34
2802
ლადო გურგენიძე ევროპის უმსხვილესი ონლაინ მსესხებელთა კომპანიის 4Finance სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. გურგენიძე კომპანიის საბჭოს ზაფხულში შეუერთდა, თავმჯდომარის პოსტზე კი მან ნიკ ჯორდანი შეცვალა.

"სამეთვალყურეო საბჭოს მიზანია, რომ 4Finance საქმიანობის ახალ საფეხურზე გადაიყვანოს. ამისთვის, საბჭო უზრუნველყოფს სწორ მხარდაჭერას და სტარტეგიულ ზედამხედველობას“, - განაცხადა ლადო გურგენიძემ.

აქამდე ლადო გურგენიძე საბჭოში მმართველობის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით იყო დაკავებული.

4Finance 2008 წელს დაარსდა და ის მსოფლიოს 17 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათ შორის კომპანია ოპერირებს საქართველოშიც.

შეგახსენებთ, რომ ლადო გურგენიძე ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს სამეთვალყურეო საბჭის თავმჯდომარეს პოზიციას ლიბერთი ბანკში, სადაც რამდენიმე კვირის წინ ცვლილებები მოხდა აქციონერთა შემადგენლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები