მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლადო პაპავა: არცთუ უსაფუძვლოა მოსაზრება, რომ ბანკების ზედამხედველია არა სებ–ი, არამედ პირიქთ

5cea7aba737d5
თათია ჩაფიჩაძე
26.05.19 15:40
864
"არ არის გამორიცხული და არცთუ უსაფუძვლოა, როცა საუბარია, რომ არა ეროვნული ბანკია ზედამხედველი მსხვილი საბანკო დაწესებულებებისა, არამედ პირიქით", - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ გადაცემა „საქმიან დილაში“ ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

იგი თურქეთში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გავლენაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ შექმნილი მოლოდინების საფუძველზე ბაზარზე ხელოვნური ჩარევაც ხდებოდეს.

"ლირა როცა უფასურდება, უკვე იწყებს მუშაობას ფსიქოლოგიური ფაქტორი და ყველამ იცის, რომ ლარი გაუფასურდება. ამას შესაძლოა, ემატებოდეს თაღლითობაც, რომელიც არ არის გამორიცხული. მავანმა და მავანმა სავალუტო ბაზარზე იციან, რომ მაინც თურქეთში ლირის გაუფასურებას დაბრალდება ეს და ხელოვნურად ითამაშებს ბაზარზე.

ამ დროს ამას უნდა ხედავდეს ეროვნული ბანკი, მაგრამ არ არის გამორიცხული და არც თუ უსაფუძვლოა როცა საუბარია, რომ არა ეროვნული ბანკია ზედამხედველი მსხვილი საბანკო დაწესებულებებისა, არამედ პირიქით და ამ შემთხვევაში ინფლაციის თარგეთირება პრაქტიკულად უსუსურია, იმიტომ რომ თარგეთირებით შეგიძლია მოთოკო ინფლაცია, რომელიც მოთხოვნის ზრდით არის გამოწვეული, ხოლო ინფლაცია, რომელიც გამოწვეულია დანახარჯების ზრდით და იმპორტი დანახარჯების ზრდის ტოლფასია, ასეთი ინფლაციის დარეგულირების მექანიზმი ცენტრალურ ბანკებს უბრალოდ არ გააჩნიათ", - აცხადებს პაპავა და აღნიშნავს, რომ აუცილებელია საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შაბლონურ მონეტარულ პოლიტიკაზე უარი თქვას.

პაპავა ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას თურქეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გადაიხედოს.

"თუ ბავშვი არ იქცევა კარგად, პირველ რიგში, პასუხისმგებელია მშობელი. ეროვნული ვალუტის მშობელია ცენტრალული ბანკი. მასწავლებლების როლიც დიდია ბავშვის აღზრდაში და აქ უკვე მთავრობა გამოდის, მაგრამ მთავარი მაინც მშობელია, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ მოდით მე საერთოდ არ გავზრდი მას, გარემო როგორიც არის, ისეთი იყოს. დაახლოებით ეს პოლიტიკა აქვს დღეს სებ-ს, რომელიც ინფლაციის თარგეთირების რეჟიმშია", – განაცხადა პაპავამ.

ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დღეს არსებული ეკონომიკური პოლიტიკა ვითარების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული არ არის.

"ამ მოცემულობაში ინფლაციის თარგეთირებაზე ორიენტირებულობა ნიშნავს იმას, რომ მე მხოლოდ ეს მაჩვენებელი მაინტერესებს, რათა დიდი ხნის განმავლობაში არ გადააჭარბოს ინფალციის მაჩვენებელს – ეს შაბლონური მეთოდი გაკრიტიკებულია.

კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია. ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, სადაც ინფლაციის დამოკიდებულება არ მუშაობს. ჩვენ თურქეთთან გაფორმებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ბევრ შეღავათს აძლევს თურქეთს და საკმაოდ შეზღუდულია საქართველოსთვის. საქართველოს მთავრობამ დროა, ამის გაანალიზება დაიწყოს. ხელშეკრულების სრულყოფაზე საუბარი აუცილებელია", - განაცხადა "საქმიანი დილის" ეთერში სტუმრობისას ლადო პაპავამ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები