მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაგარდი: პროტექციონიზმი აზარალებს ხალხს და ეკონომიკურ ზრდას

5782150003243
BM.GE
10.07.16 13:25
1732
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი მიიჩნვს, რომ ანტი-სავაჭრო განცხადებები, გლობალურ ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. ლაგარდმა Financial Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მსგავსი განცხადებების გაკეთებაში ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა.
 
მისი თქმით, ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა უკვე იქონია გავლენა მსოფლიოს ეკონომიკურ ზრდაზე, ხოლო კიდევ ერთ დიდ ეკონომიკაში ახალი სავაჭრო ბარიერების დაწესება „დამანგრეველი“ იქნება.

"ამას რა თქმა უნდა, საკმაოდ ცუდი შედეგი ექნება მსოფლიოს ეკონომიკაზე. ყველამ თავი უნდა შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან.

პროტექციონიზმი აზარალებს ზრდას, აზარალებს ხალხს და აზარალებს ჩართულობას“, - განაცხადა ლაგარდმა მსგავსი პოლიტიკის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები