მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაგოდეხში ბლუზ ფესტივალი გამართება

ბლუზ
11.07.24 11:20
58

ის, რომ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს, წელს კიდევ ერთხელ დადასტურდება: ბლუზ ფესტივალი, ლაგოდეხში მდებარე ბლუზ ვილიჯში, კონცერტების რიგით მერვე სერიას იწყებს.

2024 წლის ბლუზის საღამოები ტრადიციულად არაორდინარული , ნამდვილი ბლუზისთვის დამახასიათებელი რიტმით და ტემპით გაჯერებული იქნება.

ფესტივალს, ამერიკელი, 2022 წლის კოკო ტეილორს სახელობის ჯილდოს მფლობელი და 2023 წლის ჩიკაგოს ბლუზფესტივალის ჰედლაინერი დემეტრია ტეილორი გახსნის, რომლის შექმნილ საოცარ მუხტს, სერ ვალდო ვეზერსისი, პირველი ფერადკანიანი ქანთრი საქსოფონისტი და ადრიან ბაირონ ბერნსი, - ევროპაში ბლუზის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემსრულებელი, გაავრცობენ და მსმენელს ბლუზის კიდევ უფრო თავისუფალ სამყაროში გადაიყვანენ.

10 აგვისტოს ფესტივალს განუმეორებელი ბიგ დედი ვილსონი და მისი ბენდი დახურავს, რომელიც მსმენელს ბლუზის ფესვებიდან კლასიკურ სოულამდე, ფოლკიდან თანამედროვე რიტმებამდე ამოგზაურებს. 2024 წლის, რიგით მერვე ფესტივალი 20 ივლისს გაიხსნება და 10 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს ასობით მელომანს უმასპინძლებს, რათა კიდევ ერთხელ შეახსენოს გემოვნებიანი, თავისუფალი და მრავალფეროვანი მუსიკის საკმაოდ იშვიათი სახეობის არსებობა.

"კოკა-კოლასთვის" მნიშვნელოვანია ბლუზ ფესტივალის მხარდაჭერა, გვერდში უდგას მას და ყველა მელომანს, 20 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით გელოდებათ.

ფესტივალის გენერალური სპონსორები;

აშშ და გერმანიის საელჩოები საქართველოში, კოკა კოლა და თიბისი ბანკი.

სპონსორები :

ლიონიძის ზვარი

პრემიუმ კრაფტ ლუდი ტაატი

მეგობარი კომპანიები:

იტარ დიჯიტალი

კაპაროლი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები