22 ივნისს მოსულმა სეტყვამ ლაგოდეხის 10-მდე სოფლის მოსახლეობა დააზარალა.
ძლიერი ქარი, სეტყვა და წვიმა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. განსაკუთრებით რთული ვითარება შრომასა და ნინიგორის თემში. სტიქიის შედეგად, ასევე, გაანადგურა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები. დაზარალებული ფერმერების თქმით, ვენახების 80% დაზიანებულია.
bm.ge-ის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. სტიქიის ზონაში კი, დილიდან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვითარებას ეცნობიან. ზუსტ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.