მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაგოდეხს საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა აქვს

5f7872cb3cc1d
BM.GE
03.10.20 16:44
734
ლაგოდეხში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. შენობა აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. სამედიცინო სახარჯი მასალის შენახვისთვის, სპეციალური ოთახია გამოყოფილი. გარე პერიმეტრი კი, სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი.

ამ დრომდე, ლაგოდეხის სასწრაფო დახმარების მედპერსონალი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც მათთვის შესაბამისი პირობები არ არსებობდა.

ადმინისტრაციული ცენტრი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერ ჯონდო მდივნიშვილთან ერთად მოინახულა.

რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 28 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 25 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითთმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები