მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაგოდეხში ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო ამოქმედდა

6366339ddaf5c
BM.GE
05.11.22 18:00
1630
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კომპანია ,,ბიობამბის’’ ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად, ინვესტიციის მოცულობამ 150,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 125,000 ლარია.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილის განცხადებით, საწარმო, რომელშიც პროცესი წარიმართება ეკომეგობრული, ბიოდამზოგველი კომპონენტებით, ერთ-ერთი პირველია არამხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ საქართველოს მასშტაბით.

„ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა უკვე მრავალი წელია ხელს უწყობს საქართველოში სოფლად ეკონომიკის დივერსიფიკაციას, დამატებითი შესაძლებლობების შექმნას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის და მეწარმეებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვით კომპონენტებს და ხელს უწყობს ისეთი პრაქტიკის დამკვიდრებას, რომელიც გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერმა, ნოდარ კერესელიძემ.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებულია 77 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 7.8 მილიონ ლარს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები