ლაგოდეხში, სოფელ "კავშირში", ბურჯანაძეების ოჯახში ბანანის პირველ მოსავალს ელიან.
“დაახლოებით 15 წელია, რაც ბანანის პალმა დგას ჩვენი სახლის ეზოში, ჩემი დედამთილის დარგულია. სამეზობლოში სხვას არავის აქვს, ზუსტად არ მახსენდება საიდან ჩამოიტანეს ნერგი, მაგრამ წლებია იზრდება, თუმცა, ცხრა ძირიდან ნაყოფი მხოლოდ ერთმა ხემ გამოიბა. ამ სეზონამდე, ძირითადად, დეკორატიული ფუნქცია ჰქონდა, წელს, პირველად გამოისხა და ახლა ვცდილობთ ბოლომდე გავახაროთ. მართალია, ლაგოდეხი თბილი რეგიონია, მაგრამ ისეთი სითბო მაინც არ არის აქ ბანანის მოსავალს რომ სჭირდება. ამიტომ, ერთი ტემპერატურისთვის აუცილებელია მისი შეფუთვა”,- განაცხადა BMG-სთან მაია ბახტურიძემ.

























