მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლაგოდეხში ქართული ინვესტიციებით კაზინო გაიხსნება"

5b0d7e295e5f8
ანუკა ჯოხაძე
30.05.18 09:30
1821
ზაფხულში ლაგოდეხში ქართული ინვესტიციებით კაზინო გაიხსნება,- ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა bm.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, საუბარია კერძო ინვესტიციაზე და მათი გათვლებით ლაგოდეხის კაზინო ადგილობრივებისთვის მაღალშემოსავლიანი იქნება. გუბერნატორის ვარაუდით, იმის გათვალისწინებით, რომ ლაგოდეხი საზღვრიდან ახლოსაა მასზე მოთხოვნა დიდი იქნება. შესაბამისად, როგორც თვითონ აღნიშნავს, კაზინო არ იქნება მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაზე გათვლილი, მას მრავალი უცხოელი ვიზიტორიც ეყოლება.

“ეს არის ქართული კერძო ინვესტიცია, რასაც ძალიან დიდი შემოსავალი ექნება ადგილობრივი მუნიციპალიტეტისათვის, ამ კუთხით მუნიციპალიტეტის შემოსავლები გაიზრდება. მოგეხსენებათ, ლაგოდეხი სასაზღვრო ზონაა, საზღვრიდან სულ 5 წუთის სავალზეა. ამიტომ ეს კაზინო არ არის გათვლილი ლაგოდეხელებზე, გათვლილია უცხოელ მომხმარებელზე” -აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დამატებით დეტალებზე გუბერნატორი ამ ეტაპზე არ საუბრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები