მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლაგუნა ვერესთან გზის გაფართოებაზე პროექტირება 1 თვეში დასრულდება, შემდეგ დაიწყება სამუშაოები” - მერია

გმირთა მოედანი

ლაგუნა ვერეს მიმდებარედ გზის გაფართოებაზე თბილისის მერია 4.5 მლნ ლარს დახარჯავს. შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია "ჯიარჯი"-სთან უკვე გაფორმდა.

როგორც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ აცხადებს, ამ ეტაპზე პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულებასაც 1 თვე დასჭირდება. აბუთიძის შეფასებით, პროექტირების დასრულების შემდეგ დაიწყება ადგილზე უშუალოდ ფიზიკური სამუშაოები.

“ლაგუნა ვერეს მიმდებარედ გზის გაფართოებაზე მიმდინარეობს პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება სამუშაოები. პროექტირება დასრულდება დაახლოებით 1 თვეში, რომლის შემდეგაც შევძლებთ გაფართოების სამუშაოების დაწყებას. პროექტირება იტყვის ზუსტად, რა დრო და ვადა იქნება საჭირო პროექტის განხორციელებისთვის,” - ამბობს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი აბუთიძე.

თბილისის მერიამ ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურების აღების იდეა დღის წესრიგში მიმდინარე წლის თებერვალში დააბრუნა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, “გალფს” და “ლუკოილს” ადგილმონაცვლეობა გლდანში შესთავაზა, ხოლო “ვისოლ ჯგუფს” მიწის ნაკვეთი ლისზე გადაეცა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ჯამში 3 კომპანიისთვის ადგილმონაცვლების შეთავაზება დედაქალაქის ბიუჯეტს 7 მილიონი ლარი დაუჯდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები