მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლაიონ ტრანსი" IAA-ს Official Market Alliance-ს წევრია საქართველოში

ლაიონ ტრანსი
20.11.23 15:08
243

"ლაიონ ტრანსი" IAA-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. რაც ნიშნავს, რომ IAA-ს აუქციონებზე მომხმარებლებისათვის სასურველი ავტომობილის შერჩევა და შეძენა კიდევ უფრო კომფორტული გახდება, იმ ბენეფიტების გათვალისწინებით, რასაც აღნიშნული თანამშრომლობა მოიაზრებს.

IAA არის ავტომობილების აუქციონის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია აშშ-ში, რომელიც განაგრძობს ზრდას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. "ლაიონ ტრანსი" კი მათ "Official Market Alliance"-ს წარმოადგენს, რაც კომპანიას ავტორიზაციას ანიჭებს, მართოს IAA-ს აუქციონის ცენტრები საქართველოში.

აღნიშნული თანამშრომლობითი ურთიერთობის მიზანია ორივე კომპანიის ბაზრის წილის ზრდა საქართველოში, კომპანიის გლობალური ცნობადობის ამაღლების პარალელურად. ასევე მთავარი მიზანია გაყიდვების ზრდა, მომხმარებელთა არეალის გაფართოება, კომფორტული და მარტივი გარემოს შექმნა ამერიკის აუქციონიდან ავტომობილის შესაძენად.

„ჩვენ მოხარული ვართ, გავზარდოთ IAA-ს წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ევროპაში და კიდევ უფრო გავაფართოოთ ჩვენი საერთაშორისო მომხმარებელთა არეალი. ლაიონ ტრანსს 15 წელია ბაზარზე წამყვანი პოზიცია უჭირავს და ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ კომპანიას ამ რეგიონში B2B და B2C მომხმარებლების საჭიროებების დაკმაყოფილებაში“, - აღნიშნა მეგან ო’მალიმ, IAA-ს Marketplace Demand-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

შექმნილი სტრატეგიული ალიანსის მთავარი პრიორიტეტია IAA-ს აუქციონზე ავტომობილების შეძენის გამოცდილების გაუმჯობესება და ეფექტური სერვისის უზრუნველყოფა, როგორც B2B, ასევე B2C პარტნიორებისათვის.

„ჩვენ მოუთმენლად ველით IAA-სთან ერთად სამუშაო პროცესებში ჩართვას, რათა ჩვენი მომხმარებლებისათვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში მანქანების ყიდვისა და იმპორტის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გავხადოთ. ამ ახალი საბაზრო ალიანსის საშუალებით, IAA საშუალებას მისცემს მომხმარებლებს შეიძინონ ავტომობილები, რომლებიც შეესაბამება მათ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და პრეფერენციებს“, - განაცხადა Lion Trans-ის დამფუძნებელმა, რატი ლომიამ.

რაც შეეხება ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს, ლაიონ ტრანსი გეგმავს მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო მეტი ბენეფიტების შექმნას, რათა ავტომობილის შეძენისა და ტრანსპორტირების გამოცდილება მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული გახდეს. იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში IAA-ს აუქციონის ცენტრების გახსნა, რაც ავტომობილის შესყიდვის პროცესს საქართველოს მასშტაბით გახდის ხელმისაწვდომს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები