“ლაიონ ტრანსი” მომხმარებლებისა და პარტნიორების წახალისების მიზნით, 1 ოქტომბრიდან, მრავალფეროვან და საინტერესო გათამაშებას იწყებს, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს, სამი თვის განმავლობაში, სხვადასხვა პრიზი მოიგო.
ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენციებიდან გამომდინარე, გათამაშების მიზანი მომხმარებლებისათვის მომავლის ავტომობილზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
გათამაშებაში მონაწილეობით შესაძლებლობა გაქვს მრავალფეროვან პრიზებთან ერთად, მთავარი, ეკომეგობრული ავტომობილი VW ID.4 და Honda M-NV მოიგო, რომელიც ნულოვანი გამონაბოლქვითა და საწვავის განულებული ხარჯით, უკეთესი და უფრო მწვანე მომავლის საწყისია.
წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება მარტივია - ის, ვინც გათამაშების პერიოდის განმავლობაში შეუკვეთავს ავტომობილს და ისარგებლებს “ლაიონ ტრანსის” სერვისით, ავტომატურად მოხვდება მონაწილეთა შორის. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, რომელთაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი.
თუ ავტომობილის შეძენას ფიქრობ და ჯერ არ იცი სად შეიძინო, ზუსტად ახლა არის სწორი დრო გადაწყვეტილების მისაღებად. წამახალისებელი გათამაშება შესაძლებლობას გაძლევს მოემზადო ცვლილებებისათვის, გადმოხვიდე მომავლის ავტომობილზე და ფეხი აუწყო ელექტრო რევოლუციას.
გათამაშება სამი ეტაპისგან შედგება - სამი თვის განმავლობაში, თვეში ერთხელ, ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში გათამაშდება პრიზები, რომელთა შორისაა უახლესი სმარტფონები, საწვავის ვაუჩერები, მოპედები და რაც მთავარია - ელექტრო ავტომობილები!
“ლაიონ ტრანსი” უკვე 15 წელია, ზრუნავს მომხმარებელთა კომფორტსა და სიმშვიდეზე. კომპანია ორიენტირებულია სერვისის სისწრაფეზე, საუკეთესო ფასსა და სანდოობაზე, რასაც დიდწილად განაპირობებს პარტნიორების სიმრავლე, კარგი დაზღვევა და პროფესიონალთა გუნდი. საკუთარი სტრატეგიულად მდებარე საწყობები ამერიკაში, TOP გადამზიდი პარტნიორები და ტერმინალი ფოთში კი, ავტომობილების ტრანსპორტირების პროცესის სისწრაფისა და ეფექტურობის გარანტია.
ისარგებლე შესაძლებლობით მოიგო განსხვავებული პრიზები, და რაც მთავარია, უახლესი მომავლის ავტომობილი. გვადევნე თვალი და არ გამოტოვო შანსი, გახდე გამარჯვებული. წამახალისებელი გათამაშებები გაიმართება 5 ნოემბერს, 5 დეკემბერსა და 5 იანვარს, 20:00-ზე “ფორმულას” პირდაპირ ეთერში და “ლაიონ ტრანსის” იუთუბ არხზე.
გაეცანი გათამაშების წესებსა და პირობებს:
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც შეუსრულდათ 18 წელი და გათამაშების პერიოდში შეუკვეთავენ ავტომობილს და ისარგებლებენ “ლაიონ ტრანსის” სერვისით.
✧ თითოეულ მომხმარებელს, რომელიც შეუკვეთავს ავტომობილს, ენიჭება
უნიკალური კოდი;
✧ მომხმარებელი მონაწილეობას იღებს იმ თვის გათამაშებაში, რომელ თვეშიც
შეიძინა ავტომობილი;
✧ ავტოდილერი ვალდებულია, მიუთითოს ბილეთს იმ მომხმარებლის პირადი
მონაცემები, ვისაც ეკუთვნის ავტომობილი;
✧ მომხმარებელი თითოეულ ავტომობილზე იღებს ერთ ბილეთს;
✧ გამარჯვებულები გამოვლინდებიან დოლურადან ბილეთის ამოღებით,
შემთხვევითობის პრინციპით;
✧ დოლურადან ბილეთის ამოღების შემდეგ, გათამაშების წამყვანი დაურეკავს
ბილეთის მფლობელს. თუ მომხმარებელი არ უპასუხებს ზარს 3 მცდელობის შემდეგ,
წამყვანი ამოიღებს დოლურადან ახალ ბილეთს.
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან:
✧ 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირები
✧ იურიდიული პირები
✧ არარეზიდენტი ფიზიკური/იურიდიული პირები
✧ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირები, რომლებსაც ეკრძალებათ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება.
(რ)