მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LALA – მუსიკის გაკვეთილების ონლაინ პლატფორმა

649c423f5eeb2
BM.GE
29.06.23 15:47
356
სტატიაში საუბარია:
რამდენიმე თვეა, რაც გავეშვით, და უკვე ჩავატარეთ მუსიკის 600-ზე მეტი გაკვეთილი ჩვენს პლატფორმაზე - ამის შესახებ ტექნოლოგიური სტარტაპის, LALA-ის თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომელიც დღეს, 29 ივნისს, 500 Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლების წინაშე წარსდ. გამუსიკის სწავლა თუ თქვენი ოცნება იყო და მისი ახდენის დრო ან საშუალება არ გქონდათ, მაშინ Lala თქვენთვის შექმნილი აპლიკაციაა. ეს არის ციფრული პლატფორმა, რომელიც მუსიკის ონლაინ გაკვეთილების ჩატარების საშუალებას იძლევა.

Lala ამარტივებს მუსიკის სწავლების პროცესს პლატფორმაშივე ინტეგრირებული მასალების მიწოდებითა და მოსწავლის პლეერის მენეჯმენტით, რაც მასწავლებლებს აძლევს შესაძლებლობას, მეტი დრო დაუთმონ სწავლების პროცესს და ნაკლები დრო - მომზადებას.

Lala-ს დამფუძნებლებისთვის 500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობის მთავარი მიზანი პროფესიონალი მენტორების მხრიდან სასარგებლო რჩევების მიღება და გამოცდილების გაზიარებაა.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 81 ქვეყანაში დაფუძნებულ 2700-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 150-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $100 მილიონს აღემატება. 500 Global-ი კავკასიაში 500 Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები