მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lampino-ს სანათები სავარაუდოდ, ამერიკაში გაიყიდება

ლამპინო

ხელნაკეთი სანათების მწარმოებელი კომპანია Lampino, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ორიგინალურ სანათებს სთავაზობს, წელს ამერიკის ბაზარზე გეგმავს გასვლას.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, Lampino საკუთარი მაღაზიის გახსნას ძველი თბილისის ტერიტორიაზე გეგმავდა, თუმცა დიდი ფინანსური რესურსის საჭიროების გამო, გეგმები დროებით გადაავადა.

კომპანიის დამფუძნებელმა, ქეთი ნოზაძემ BM.GE-სთან განაცხადა, რომ ქართული კომპანია „ბარამი“ ამერიკაში მაღაზიას ხსნის და სწორედ ამ მაღაზიაში იქნება Lampino-ს პროდუქცია წარმოდგენილი.

„ამ ეტაპზე, ონლაინ გაყიდვების მეშვეობით ხდება პროდუქციის რეალიზაცია, მათ შორის Etsy-ს პლატფორმაზეც ვართ წარმოდგენილი.

ცოტა ხნის წინ კომპანია „ბარამი“ გამოჩნდა, რომელიც ამერიკაში მაღაზიას ხსნის და სწორედ ამ მაღაზიის მეშვეობით მოხდება ჩვენი პროდუქციის ამერიკის ბაზარზე ექსპორტი. ამ პროექტში 40-მდე ქართული კომპანიაა ჩართული და ჩვენც, ამჟამად ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ვართ.

რაოდენობებზე სრული თავისუფლება მოგვცეს და პირველ ეტაპზე, საშუალოდ 10-მდე ლამპის დამზადებას ვგეგმავთ, რომლიდანაც სასურველს თავად შეარჩევენ. ამასთან, ფასი ამერიკის ბაზარზე ის იქნება, რაც ამჟამად ადგილობრივ ბაზარზე გვაქვს. ჩვენთვის ეს ღირებულება სრულად მისაღებია, რადგან ბაზარზე პირველად გავდივართ. გვინდა, რომ ჯერ პროდუქცია გაიყიდოს, მასზე ცნობადობა ბაზარზე გაიზარდოს და შემდეგ უკვე, როდესაც უკუკავშირი გვექნება, შესაძლებელი იქნება ფასის კორექტირებაც,“- აცხადებს ნოზაძე.

განსხვავებული დიზაინის სანათების მწარმოებელი Lampino გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი მცირე წარმოებისა და ცოტა მუშახელის გამო, დიდ კორპორატიულ შეკვეთებზე ხშირად უარის თქმაც უწევს. ამასთან, გასულ წელს, მისი ინფორმაციით, გაყიდვების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ამის მიზეზად კი, ევროპელი ტურისტების რაოდენობის შემცირება სახელდება, რომლებიც მსყიდველუნარიან კატეგორიაში გადიან.

ინფორმაციისთვის, Lampino განსხვავებული დიზაინის სანათების მწარმოებელი, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. კომპანიაში ჯამში 2 ადამიანია დასაქმებული.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები